ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
13 თებ, 2022 12:18:01

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ვანი-სულორის  საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს  მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც დაიგეგმება ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: