საგარეჯოს აღმოსავლეთიდან-ბადიაურამდე მდებარე გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების საჯარო განხილვა გაიმართა
საგარეჯოს აღმოსავლეთიდან-ბადიაურამდე მდებარე გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების საჯარო განხილვა გაიმართა
07 თებ, 2022 12:40:44

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დაგეგმილი საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, განსახლების სამოქმედო გეგმისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურის მონაკვეთამდე გზის სიგრძე 17.04 კილომეტრია.აღნიშნული მონაკვეთი, თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის შემადგენელი ნაწილია (სამშენებლო ლოტი 3)

საჯარო განხილვის მთავარი მიზანია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს საშუალება მიეცეთ გაეცნონ პროექტს და ინფორმირებულნი იყვნენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: პროექტის ფარგლებში, მათ მიერ მიწის, უძრავი ქონების და/ან შემოსავლის წყაროს შესყიდვისა და კომპენსირების საკითხები, საჩივრების განხილვისა და დაკმაყოფილების მექანიზმი, პროექტის ზემოქმედების მონიტორინგი და შემარბილებელი ღონისძიებები, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა და ინფორმირებულობა, ინფორმაციის მიღების და მიწოდების გზები და სხვა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: