ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა
30 იან, 2022 13:15:38

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობი კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი)  მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლის და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე,  ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: