ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
25 იან, 2022 12:43:09
25 იანვარს დილის საათებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე (სოფ.ბეღლეთი) განვითარდა მეწყრული პროცესები, ჩამოსულმა მასამ შეადგინა დაახლოებით 15 000 კუბი, რამაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა და აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
კონტრაქტორი კომპანია უკვე აქტიურად ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში იქნას აღდგენილი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ამ ეტაპზე, აღნიშნულ მიმართულებაზე გადაადგილება შესაძლებელია  სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მეშვეობით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტსათვის

25 იანვარს დილის საათებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე (სოფ.ბეღლეთი) განვითარდა მეწყრული პროცესები, ჩამოსულმა მასამ შეადგინა დაახლოებით 15 000 კუბი, რამაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა და აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


კონტრაქტორი კომპანია უკვე აქტიურად ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში იქნას აღდგენილი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ამ ეტაპზე, აღნიშნულ მიმართულებაზე გადაადგილება შესაძლებელია  სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზის მეშვეობით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტსათვის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: