განცხადება აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურებების შესყიდვის შესახებ
განცხადება აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურებების შესყიდვის შესახებ
17 იან, 2022 18:37:04

განცხადება

აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურებების შესყიდვის შესახებ

გაცნობებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, განზარახული აქვს დეპარტამენტის მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ (SRAMP) (შემდგომში - პროექტი) ფარგლებში, აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურებების  შესყიდვა (ტექნიკურ ექსპერტი, გარემოსა და სოციალურ საკითხთა ექსპერტი).

შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს ბაზრის კვლევას, რათა გამოავლინოს საუკეთესო შემოთავაზება და დაბალი ფასის მქონე მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება.

ტექნიკურ ექსპერტს მოეთხოვება გზების პროექტირების  მიმართულებით გამოცდილების ქონა და მისი შერჩევა განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი სასურველი უნარებისა და გამოცდილების შეფასებით. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს დეტალური ინფორმაცია შემდეგზე:

ა) სამოქალაქო ინჟინერი მინიმუმ 7 წლიანი ზოგადი გამოცდილებით საგზაო საინჟინრო მიმართულებით.

ბ) საგზაო ინჟინერი, რომელსაც გააჩნია შესრულებისა და ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით გამოცდილება.

გ) გზების პროექტირების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

დ) საგზაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად.

ე) გამოცდილება კონტრაქტების მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.

შერჩეულმა ექსპერტმა ხელის მოწერით, უნდა დაადასტუროს  ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ ინფორმაცია, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ ფარგლებში. (იხ. დანართი).

მომსახურების გაწევის ვადა - 30 კალენდარული დღე.

 

გარემოსა და სოციალურ საკითხთა ექსპერტს მოეთხოვება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში გარემოსა და სოციალურ საკითხებზე მუშაოების გამოცდილების (უპირატესობა მიენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს) ქონა და მისი შერჩევა განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი სასურველი უნარებისა და გამოცდილების შეფასებით. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს დეტალური ინფორმაცია შემდეგზე:

ა) აკადემიური ხარისხი და მინიმუმ 8 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: სოციალური მეცნიერებები (სოციოლოგია/გეოგრაფია), საბუნებისმეტყველო მეცნიერება, სამართალი, ურბანული დაგეგმარება ან სამოქალაქო მშენებლობა;

ბ) მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გარემოსა და სოციალური საკითხების მონიტორინგის და/ან განხორციელების კუთხით;

გ) გარემოსა და სოციალურ საკითხებზე მუშაოების გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში; უპირატესობა მიენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს;

დ) საქართველოს გარემოსდაცვითი, აგრეთვე მიწის მართვის, რეგისტრაციისა და ექსპროპრიაციის კანონების, წესების და სტანდარტების ცოდნა;

ე) ქართული ან ინგლისური ენის საფუძვლიანად ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება ორივე ენის მაღალ დონეზე ცოდნას.

 

შერჩეულმა ექსპერტმა ხელის მოწერით, უნდა დაადასტუროს  ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ ინფორმაცია, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ ფარგლებში. (იხ. დანართი).

მომსახურების გაწევის ვადა - 30 კალენდარული დღე.

 

წინადადებების წარმოდგენის ვადა  2022 წლის 21 იანვრის 18:00 საათი;

E_mail: info@georoad.ge

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს: განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ, სპეციალისტის CV  და ფინანსურ შემოთავაზებას.

 

იხილეთ თანდართული ფაილები:

ტექნიკური ექსპერტის ტექნიკური დავალება  >>>>

TERMS OF REFERENCE for Technical Expert  >>>>

გარემოსა და სოციალურ საკითხთა ექსპერტის ტექნიკური დავალება >>>>

TERMS OF REFERENCE for Environmental and Social Safeguards Expert >>>>

განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ >>>> >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: