ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა
ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა
29 დეკ, 2021 11:29:06

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი), ამინდის გაუმჯობესების გამო, შეიცვალა ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი. ნაცვლად 10:00- 18:00 საათებისა, ტრაილერების მოძრაობა თავისუფალია 08:00-20:00 პერიოდში.

ამასთან, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 24 საათის განმავლობაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: