საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 22 დეკემბერს 9:00 საათიდან 19:00 საათამდე (10 საათით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ0-ში, სადგურ საქარაში (კმ2317 პკ7-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე გადასასვლელი ფენილის და ლიანდაგის ზედა ნაშენი ელემენტების შეცვლის სამუშაოებს, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით ქალაქ ზესტაფონში, კვალითის დასახლებიდან, ქალაქ ბაღდათისკენ მიმავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.