საავტომობილო გზების დეპარტამენტი
24-25 ნოემბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
24-25 ნოემბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
23 ნოე, 2021 10:23:00
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2021 წლის 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 2021 წლის 24-25 ნოემბერს. კერძოდ, 2021 წლის 24 ნოემბრის 23:00 სთ-დან 25 ნოემბრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის  მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2021 წლის 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 2021 წლის 24-25 ნოემბერს. კერძოდ, 2021 წლის 24 ნოემბრის 23:00 სთ-დან 25 ნოემბრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის  მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: