12-13 ნოემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
12-13 ნოემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
11 ნოე, 2021 10:32:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 197-ე კილომეტრზე შპს „ვარციხე 2005“ აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „კოხრა-4“ - ის სარემონტო სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 12 და 13 ნოემბერს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ექვსჯერ 15 წუთიანი ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: