ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
24 სექ, 2021 12:30:25
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები
ზემოაღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.

ზემოაღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს; მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უსწრაფესად მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: