ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე 8-9 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე 8-9 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
09 სექ, 2021 12:01:11

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს; მილის გაწმენდის ღონისძიებებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-დან 9 სექტემბრის 08:00 სთ-მდე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; ამ ეტაპისთვის, წყალგამტარი მილის გაწმენდა კვლავ მიმდინარეობს; აღნიშნულის გამო, საავტომობილო გზაზე კვლავ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: