28 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება
28 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება
19 აგვ, 2021 10:41:51

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით).

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 28 აგვისტოს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილებზე ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

თიანეთი-ახმეტის გზაზე ახმეტის მონაკვეთის დასრულება მიმდინარე თვესაა დაგეგმილი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გამოცხადდება სატენდერო პროცედურები.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: