12 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით
12 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით
11 აგვ, 2021 17:09:29

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას  მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია  ,,ჩინეთის   გზებისა  და  ხიდების  კორპორაციის“    საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 12 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: