11 აგვისტოს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება
11 აგვისტოს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება
10 აგვ, 2021 17:31:46

 

საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას  მშენებლობის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია  ,,ჩინეთის   გზებისა  და  ხიდების  კორპორაციის“    საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 11 აგვისტოს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: