სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
10 აგვ, 2021 12:28:40

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 72 მილიონი ლარის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება ორ კონტრაქტორთან სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა, ახალი ტენდერი კი დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გამოცხადდა.

 

მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია,  დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი გამარჯვებულ კომპანიას ათი თვის ვადა განესაზღვრება.

 

სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში აშენდება  11,5 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა, მოეწყობა 27 მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი, 12 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის 3 მდინარეების გადამკვეთი პარალელური ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი პარალელური ხიდი-ესტაკადა.

 

სამტრედია–გრიგოლეთის ჩაქროსნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გაზრდის მონაკვეთზე გზის გამტარუნარიანობას, მოძრაობის უსაფრთხოების დონეს, სატრანზიტო ტვირთბრუნვას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

 

ტენდერის სანახავად, შეგიძლიათ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: