6 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთზე შეზღუდვა დაწესდება
6 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთზე შეზღუდვა დაწესდება
05 აგვ, 2021 16:45:59

საერთაშორისო  მნიშვნელობის   საავტომობილო  გზის 156-ე კილომეტრზე (სოფელი ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაციის  ,,ჰუნანის  გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო  ჯგუფის“    საქართველოს ფილიალის  მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარების მიზნით, 2021 წლის 6 აგვისტოს 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო  გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: