ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებითი შეზღუდვები დაწესდება

04 აგვ, 2021 19:19:31
 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 5 აგვისტოს 9:00 საათიდან 22:00 საათამდე (13 საათით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე არსებულ სადგურ ჭალადიდში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებას, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: