თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით განხორციელდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით განხორციელდება
03 აგვ, 2021 10:55:32

საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის  (რუსეთის  ფედერაციის  საზღვარი) საავტომობილო  გზის 156-ე კილომეტრზე (სოფ. ხუნევი) დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაციის  ,,ჰუნანის  გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო  ჯგუფის“    საქართველოს ფილიალის მიერ, ავტოტრანსპორის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა ფერდის მექანიკური ჩამოწმენდა და ამასთანავე, ფერდთან ჩამონაშალი მასის შემაკავებელი ღონისძიებების გატარება. რის გამოც, 2021 წლის 4 აგვისტოს 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შეზღუდვით - სავალი ნაწილის ერთ ზოლზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფ. ხუნევი) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ, ავტოტრანსპორის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა ფერდის მექანიკური ჩამოწმენდა და ამასთანავე, ფერდთან ჩამონაშალი მასის შემაკავებელი ღონისძიებების გატარება. რის გამოც, 2021 წლის 4 აგვისტოს 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შეზღუდვით - სავალი ნაწილის ერთ ზოლზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: