გორის გვირაბში 28 ივლისს 00:00სთ-დან 04:00სთ-მდე სენაკი-თბილისის, ხოლო 04:00სთ-დან 08:00სთ-მდე თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
გორის გვირაბში 28 ივლისს 00:00სთ-დან 04:00სთ-მდე სენაკი-თბილისის, ხოლო 04:00სთ-დან 08:00სთ-მდე თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
26 ივლ, 2021 17:06:44

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,  პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 28 ივლისის 00:00სთ-დან  04:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 04:00სთ-დან  08:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: