23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15 წუთიანი ინტერვალებით თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15 წუთიანი ინტერვალებით თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
22 ივლ, 2021 20:13:36
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე (სოფ. ხუნევი) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალს მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ფერდობიდან დიდი ლოდების მექანიკურად ჩამოშლა, რის გამოც, 2021 წლის 23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15 წუთიანი ინტერვალებით, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა