4 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
4 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
21 ივლ, 2021 17:46:12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი ტარდება ქ. სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

2021 წლის 4 აგვისტოს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე - სოფ. მინაძე) და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: