11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
11 ივნ, 2021 10:21:04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 11 ივნისის 23:00 სთ-დან  12 ივნისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი საავტომობილო გზის კმ56-კმ107 (ხანდოსხევი-კობი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: