09 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
09 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
09 ივნ, 2021 12:16:53

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 9 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის  სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) და  სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: