გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულის ფარგლებში ხარაგაულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ჩატარდა
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულის ფარგლებში ხარაგაულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ჩატარდა
24 მაი, 2021 11:03:09


გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულის ფარგლებში, პროექტზე “ქუჩები სიცოცხლისთვის“ რომელიც საავტომობილო გზებზე  სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის შემცირებას გულისხმობს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალას საჯაროს სკოლის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარას საჯაროს სკოლის  მოსწავლეებთან, E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების მშენებლობის პროექტის მიმდებარედ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს, E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების მშენებლობის პროექტის გაცნობასთან ერთად,  ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს  და ამომწურავი პასუხები მიიღეს ყველა კითხვაზე.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსგავსი სახის შეხვედრებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შემდგომშიც გააგრძელებს, რათა მოსწავლეებში, საგზაო პროექტების, მოძრაობის უსაფრთხოებისა და გენდერულ ჭრილში საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ცნობიერება ამაღლდეს და მათი მხრიდან ამ საკითხებზე მეტი დაინტერესება და ჩართულობა იყოს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: