საავტომობილო გზების დეპარტამენტი
28-29 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
28-29 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
20 მაი, 2021 15:52:53

გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების თარიღი შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 02:30 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 29 მაისის 02:30 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: