საავტომობილო გზების დეპარტამენტი
25, 26 და 27 მაისს 09:00სთ-დან 21:00სთ-მდე მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
25, 26 და 27 მაისს 09:00სთ-დან 21:00სთ-მდე მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
20 მაი, 2021 14:41:35

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე დაგეგმილია საავტომობილო გზის და მისი შემადგენელი ელემენტების შეკეთების სამუშაოები, რის გამოც   აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 25, 26 და 27 მაისს დილის 09:00სთ-დან, საღამოს 21:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: