თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
20 მაი, 2021 13:54:20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა  სპეციალური რეჟიმით აღდგა. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თუშეთისკენ მიმავალი გზა, ყოველწლიურად შემოდგომაზე იკეტება და გვიან გაზაფხულზე იხსნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: