საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
19 მაი, 2021 09:35:12

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იწყება საგარეჯოდან 12  კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება. გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.  

მოვლა-შენახვის ფარგლებში იგეგმება დამატებით სამი კილომეტრის მოასფალტება, რაც უკვე სრულად მოაწესრიგებს დავით გარეჯამდე მისასვლელ გზას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დასრულდა, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: