2021 წლის ოქტომბრის თვემდე თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
2021 წლის ოქტომბრის თვემდე თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
18 მაი, 2021 15:50:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის კმ4+174მ-ში გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე საგზაო მოძრაობის ჩაკეტვა და მოძრაობის დროებით გადართვა შემოვლით გზაზე, სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, რომელიც ისევ 46-ე კმ-ზე დაუბრუნდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას.  სამუშაოების წარმოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის ოქტომბრის თვე.

სამუშაოთა წარმოების ადგილები (შეზღუდვის და გადართვის) განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. მშენებელი ორგანიზაცია უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმითა და ალმით აღჭურვილი თანამშრომლების გამოყოფას, შეზღუდვის ადგილებში მოძრაობის დასარეგულირებლად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: