10 აპრილის ჩათვლით ქობულეთის შემოვლით და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზებზე ზღუდარების მოწყობის სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება
10 აპრილის ჩათვლით ქობულეთის შემოვლით და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზებზე ზღუდარების მოწყობის სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება
30 მარ, 2021 15:38:12

იმერეთის და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ10-კმ13 და კმ31 მონაკვეთებზე, აწარმოებს ცხოველების დამცავი ლითონის მესერის (ღობის) მოწყობის სამუშაოებს. ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ11-კმ65,3 მონაკვეთზე, აწარმოებს ზღუდარების მოწყობის სამუშაოებს. 

სამუშაოების წარმოების პერიოდში, ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზებზე, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 31 მარტი. თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა ამ ვადაში და შესაბამისად, საჭიროა მისი გაგრძელება 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: