ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფ. დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფ. დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
26 მარ, 2021 16:30:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად (ერთ სამოძრაო ზოლზე) აღდგა. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რათა მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგეს. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: