ალპანა-ცაგერის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ალპანა-ცაგერის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
25 მარ, 2021 14:49:44

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, ჩამოსულია მეწყერი რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინრეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: