19 მარტის 21:00 სთ-დან 20 მარტის 05:00 სთ-მდე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
19 მარტის 21:00 სთ-დან 20 მარტის 05:00 სთ-მდე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
17 მარ, 2021 16:05:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 19 მარტის 21:00 სთ-დან 20 მარტის 05:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: