ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა
ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა
07 მარ, 2021 17:40:42

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქ ავტოტარნსპორტზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ამასთანავე,  თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.     

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: