წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე (კმ30-კმ31) მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე (კმ30-კმ31) მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
30 იან, 2021 13:39:19

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ31 მონაკვეთზე სავალ ნაწილზე გადმოსულია მეწყერი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: