28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
27 იან, 2021 19:28:03

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ - საქართველოს ფილიალს ესაჭიროება  143-ე კმ-ზე  მდებარე საავტომობილო გვირაბში საბურღი მანქანის გატარება. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, საჭიროა ამ დროს გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 15 წუთით - 2021 წლის 28 იანვრის  22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: