გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
19 იან, 2021 14:45:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის (კმ93-კმ99) და (კმ105-კმ107)   ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები, როგორც გუდაურის ასევე კობის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო მეორე ნაწილზე (კმ100-კმ104) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება. აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: