სოფელ ლატალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
სოფელ ლატალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
12 იან, 2021 15:11:23

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, სოფელ ლატალთან ჩამოვიდა კლდის მასა. ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები 20 წუთში დაიწყო და გზის ერთი ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათში აღდგა.

ამ ეტაპზე, მოძრაობა აღდგენილია და პარალელურ რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გზის ორივე ზოლზე მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: