11 იანვრიდან 15 თებერვლამდე ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება
11 იანვრიდან 15 თებერვლამდე ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება
08 იან, 2021 16:34:32

2021 წლის 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, შპს "გურმანი"-დან მე-12 საჯარო სკოლამდე, აგრეთვე შეიზღუდება ფოთის ქუჩის შესასვლელი წერეთლის ქუჩიდან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: