ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა რაც გადაადგილების დროს გაანახევრებს
ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა რაც გადაადგილების დროს გაანახევრებს
30 დეკ, 2020 12:06:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ  2020 წლის ერთ-ერთ უმინშვნელოვანეს პროექტზე ქუთაისის შემოვლით გზაზე იასუბრა, სადაც 29 დეკემბერს ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა.

„მიხედავად პანდემიის გამოწვევებისა, გამორჩეული აღმოჩნდა 2020 წელი. ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდამდე დავაანონსეთ 70 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც შესრულებულია.  კერძოდ, გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე, 40 კმ. აშენებული გზიდან, 19 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ზაფხულში გავხსენით  დაემატა კიდევ 12 კმ-იანი მონაკვეთი და ეტაპობრივად უახლოეს კვირებში მოხდება უკვე სრულად  4 ზოლიანი გზით სარგებლობა.

ამ ეტაპზე, 10 კმ-იანი მონაკვეთია, სადაც საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს და საგზაო უსაფრთხოების გათვალისწინებით 2 ზოლიანი მოძრაობაა, თუმცა რამდენიმე კვირაში სრულად 4 ზოლიანი გახდება აქაც მოძრაობა. ჩვენ უკვე შეგვიძლია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით სარგებლობისას გვერდი ავუაროთ ქუთაისს და შესაბამისად გავანახევროთ გადაადგილების დრო და ასევე განვტვირთოთ ქალაქი ქუთაისი.

საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემივლითი გზა  და ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-ინი მონაკვეთი. ამ მონაკვეთების საშუალებით,  იანვრიდან ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება დაზოგოს 1 საათი და თბილისიდან ბათუმამდე 5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩავიდეს - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: