25 დეკემბერს 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება
25 დეკემბერს 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება
23 დეკ, 2020 15:11:48

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის - სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე, ჩარჩოვანი ხიდურა კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების წარმოება. რის გამოც, საჭიროა 2020 წლის 25 დეკემბერს, 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მონაკვეთზე 15 წუთით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: