ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება
ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება
19 დეკ, 2020 14:31:56

ზოგიერთი მედიასაშუალებით ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისის 32 ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოდან მიმდინარეობს, მათ შორის 2 ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები.  ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. 29 სარეაბილიტაციო ქუჩის საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მუდმივად მზად არის უპასუხოს შეკითხვებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: