ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17 ნოე, 2020 09:24:26

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი (კმ1-კმ12.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

სარეაბილიტაციო გზა, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას.  ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლლის მარტში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ და მისი ქვეკონტარქტორი „ჯეოინვესტი“ ახორციელებენ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: