ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება
ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება
14 ოქტ, 2020 09:46:43

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთი სიგრძე 55 კმ-ია და მათ ერაბილიტაციას 50 მლნ. ლარი მოხმარდება.

ქ. ზუგდიდიში უკვე დასრულდა ლ. ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყის გავლით სოფელ პალურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე  ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.   

პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: