აბაშა-მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს
აბაშა-მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს
13 ოქტ, 2020 12:17:05

აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი (კმ1-კმ15) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული გზა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: