ჩოხატაური-ბახმაროს გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა
ჩოხატაური-ბახმაროს გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა
12 ოქტ, 2020 12:07:02

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3  კმ-იანი (კმ 0-კმ 6,3) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების  სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მოეწყო მიერთებები. ასევე, განხორციელდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები - გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  1 154 051  ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია "New Road"-მა შეასრულა.

ჩოხატაური-ბახმაროს გზა, კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: