საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა
10 ოქტ, 2020 10:48:56

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი 15.5 კმ-იანი (კმ19,5-კმ35) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების  სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

ასევე გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 876 269 ლარი შეადგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: