განცხადება
განცხადება
08 ოქტ, 2020 10:52:22

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაინტერესებულ მხარეთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ 2020 წლის 22 ოქტომბერს,  10:00 საათზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. გიორგიწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში; 11:30 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ბადიაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში; 13:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის გამგეობის შენობაში; 14:30 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაკურციხის კულტურის სახლის შენობაში; 16:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩალაუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში და 17:30 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. მელაანის საჯარო სკოლა გაიმართება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთის მეორე ლოტის (საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი-ბაკურციხე) გაუმჯობესების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@georoad.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: