განცხადება
განცხადება
08 ოქტ, 2020 10:50:30

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაინტერესებულ მხარეთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე გარდაბანის მუნიციპალიტეტის, სოფელ სართიჭალის კულტურის სახლის შენობაში და 15:00 საათზე საგარეჯოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში  გაიმართება  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი აზერბაიჯანის  საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი) გაუმჯობესების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@georoad.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: