საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა 8 ოქტომბრის 10:00 სთ-მდე შეზღუდულია
ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა 8 ოქტომბრის 10:00 სთ-მდე შეზღუდულია
08 ოქტ, 2020 07:28:44

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის, საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება. რის გამოც, საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე აკრძალულია მოძრაობა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020  წლის   8 ოქტომბრის  08:00 საათზე, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, დასრულება გადაიწევს 2 საათით და ჩაკეტვა დასრულდება 10:00 საათზე. ამ დროის მონაკვეთში აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე,  ქ. ხაშურის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: